იტვირთება...
გრუნის თეატრალური დასის წარმატება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის თეატრალური დასის წარმატება


თბილისის მოყვარულ სტუდენტთა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ნიღაბი“ წელს მეთორმეტედ გაიმართა. ფესტივალში წელსაც წარმატებით მონაწილეობდა გრუნის თეატრალური დასი, რომელმაც მაყურებლის წინაშე წარადგინა დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“.

 

სპექტაკლის რეჟისორი გახლდათ თავისუფალი თეატრის მსახიობი და რეჟისორი - თინათინ კორძაძე, სამხატვრო ხელმძღვანელები - ოთარ ლასხიშვილი და ხატია მარკოზაშვილი.

 

ფესტივალზე გრუნის თეატრალური დასი ნომინირებული იყო 5 კატეგორიაში, გამარჯვება მოიპოვა 3 ნომინაციაში:

  • მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისათვის - ლუკა მეგრელაძე;
  • მამაკაცის კომედიური როლის საუკეთესო შესრულებისათვის - ზუკა ჩოგოვაძე;
  • ქალის კომედიური როლის საუკეთესო შესრულებისათვის - ელენე მოდებაძე.

 

სტუდენტთა შემოქმედებით ოსტატობას აფასებდნენ საქართველოს კინოსა და თეატრის წამყვანი რეჟისორები და მსახიობები: ნინელი ჭანკვეტაძე, თემიკო ჭიჭინაძე, მარიამ როინიშვილი, ეკა მჟავანაძე, აპოლონ კუბლაშვილი და სხვები.

 

მოყვარულ სტუდენტთა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ნიღაბი“ 2012 წელს დაარსდა, მისი მიზანია სტუდენტებს შორის პროფესიული და შემოქმედებითი ურთიერთობების განვითარება, თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია და საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების გაღრმავება.

 

ვულოცავთ გრუნის თეატრალურ დასს ამ აღიარებას და მომავალშიც მრავალ შემოქმედებით წარმატებას ვუსურვებთ.