საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმის - FinEdu, ორგანიზებითა და ბაზისბანკის, თიბისი ბანკის, კრედო ბანკისა და მიკრობანკ ემბისის მხარდაჭერით, ჩატარდა კონკურსი „მარეგულირებლის დილემა“, რომელშიც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ფინანსების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.
კონკურსისათვის შერჩეულმა 14 გუნდმა პირველ ეტაპზე წარადგინა ეროვნული ბანკის ერთ-ერთ აქტუალურ დილემასთან დაკავშირებული ანალიტიკური მასალა:
- დილემის სიღრმისეული ანალიზი;
- პრობლემის შესაძლო გადაწყვეტის გზები;
- რეკომენდაციები;
- მოსალოდნელი შედეგების შეფასება.
გრუნის სტუდენტებმა: ნინი ურიადმყოფელმა, დავით სარქისიანმა, სალომე ნოზაძემ, ორი ტური წარმატებით გადალახეს და გამოავლინეს მაღალი აკადემიური ცოდნა, ანალიტიკური უნარები და გუნდური მუშაობის კულტურა.
კონკურსი ხელს უწყობს ახალგაზრდებში ფინანსური განათლებისა და ცენტრალური ბანკის საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას; რეგულატორის როლის, საფინანსო სისტემის ფუნქციონირებისა და გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების მნიშვნელობის უკეთ გააზრებას.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI