გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიაციის ცენტრმა წლის ბოლოს, ტრადიციულად, შედეგები შეაჯამა და გუნდის განვითარების თიმბილდინგი გამართა.
თიმბილდინგი - უნარ-ჩვევის განვითარების, ნდობის დამყარების, ერთსულოვნების, გუნდურობის, მიზანდასახულობისა და ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნის საუკეთესო ინსტრუმენტია, რაც საერთო მიზნებისა და სასურველი შედეგების მიღწევაში ეხმარება ცენტრს.
ცენტრის გუნდი წლიდან წლამდე იზრდება, ახალი წევრები უერთდებიან, რაც მისი საქმიანობის მრავალფეროვნებისა და პროფესიული განვითარების კულტურის დასტურია. წლევანდელ შეხვედრაში სამართლისა და სხვადასხვა სკოლის 20 სტუდენტი მონაწილეობდა.
ღონისძიების პროგრამა მოიცავდა თემებს: ეფექტური კომუნიკაცია, ტრენერის უნარების განვითარება და ლიდერობა. მონაწილეები ჩართული იყვნენ ჯგუფურ და როლურ აქტივობებში, პრაქტიკულ სავარჯიშოებში, პრეზენტაციებსა და ინტერაქტიულ გუნდურ დავალებებში. განიხილეს ინდივიდუალური სამუშაო გეგმებიც, შეაჯამეს პირადი მიღწევები და დასახეს სამომავლო გეგმები, რომლებიც ცენტრის მომდევნო წლის საქმიანობაში აისახება.
მედიაციის ცენტრი აგრძელებს განვითარებას, ინარჩუნებს ტრადიციებს და ქმნის სივრცეს სტუდენტების პროფესიული ზრდისთვის.
შეხვედრა ცენტრის წინასაახალწლო განათების ცერემონიალით დასრულდა, რის შემდეგაც მონაწილეებს გადაეცათ გუნდური სულისკვეთებით შექმნილი სიგელები - როგორც წლის განმავლობაში მათი მონაწილეობის, ისე პიროვნული და პროფესიული განვითარების აღსანიშნავად.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI