2025 წლის 8 დეკემბერს, პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და დოქორანტებისთვის ჩატარდა ტრენინგი: „აკადემიური წერითი სტანდარტები და სამეცნიერო წყაროების ფორმატირება: APA Style 7 - თეორია და პრაქტიკა”.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთათვის თანამედროვე აკადემიური წერითი მოთხოვნების გაცნობა და APA Style 7-ის გამოყენების პრაქტიკული უნარების განვითარება. ტრენინგის განმავლობაში განხილულ იქნა სტატიების, სამეცნიერო ნაშრომებისა და ციტირების სტრუქტურული წესები. მონაწილეებმა მიიღეს რეკომენდაციები წყაროების მითითების, რეფერირების ეთიკისა და პლაგიატის თავიდან აცილების შესახებ.
ტრენინგს უძღვებოდა ასოცირებული პროფესორი ნინო საჩალელი. ტრენინგი ჩატარდა ინტერაქტიული ფორმატით, პრაქტიკული მაგალითების ჩვენებითა და ქეისების გახილვით.
მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ტრენინგი.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI