2025 წლის 5 დეკემბერს ბაქომ საქართველოსა და აზერბაიჯანის პირველ ერთობლივ მედიაფორუმს უმასპინძლა. პანელურ დისკუსიაში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი, მულტიმედიაცენტრის ხელმძღვანელი მაია (თათია) პაჭკორია მონაწილეობდა.
ორი ქვეყნის მედიაექსპერტების, აკადემიური წრეების წარმომადგენლებისა და პოლიტიკურ გადაცემათა წამყვანი ჟურნალისტების მთავარი სადისკუსიო თემა იყო: გლობალური საინფორმაციო გარემოს გამოწვევები, მედიაწიგნიერების მნიშვნელობა და დეზინფორმაციასთან ბრძოლა.
ფორუმი აზერბაიჯანის მედიის განვითარების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა - აჰმად ისმაილოვმა, გახსნა. მან აღნიშნა, რომ თანამედროვე საინფორმაციო გარემო სწრაფად იცვლება და ეს სახელმწიფოებისა და საზოგადოებისთვის ახალ გამოწვევებს ქმნის. ციფრული ტექნოლოგიების განვითარება, სოციალური მედიის პლატფორმების გაფართოება და ინფორმაციის ნაკადის დაჩქარება კიდევ უფრო ზრდის მედიის პასუხისმგებლობასა და მის როლს საზოგადოების ნდობის საკითხში.
პანელურ დისკუსიაში საქართველოდან ასევე მონაწილეობდნენ: პოლიტოლოგი, გია აბაშიძე, ტელეჟურნალისტები: იოანე შაიშმელაშვილი (პოსტ. ტვ) და რამილია ალიევა (საზოგადოებრივი მაუწყებელი), რომლებმაც ისაუბრეს მედიისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხის, დეზინფორმაციის მასშტაბების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის როლის შესახებ.
საუნივერსიტეტო სივრციდან პანელურ დისკუსიაში გრუნის გარდა მონაწილეობდა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი - ვუგარ ზიფაროღლუ.
აზერბაიჯანის მედიის განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის, აჰმად ისმაილოვის განცხადებით, ფორუმი ტრადიციული გახდება და ორი ქვეყნის მედიაექსპერტებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებსა და მოქმედ ჟურნალისტებს ერთმანეთისათვის გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის საშუალება ექნებათ.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI