იტვირთება...
გრუნის სტუდენტი - კურორტების სააგენტოს სამეცნიერო კონფერენციაზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის სტუდენტი - კურორტების სააგენტოს სამეცნიერო კონფერენციაზე


საქართველოს კურორტების განვითარების სააგენტოს მე-3 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში საქართველოს 20 უნივერსიტეტის, მათ შორის გრუნის, სტუდენტები მონაწილეობდნენ.

 

თბილისის, ბათუმის, ქუთაისის სტუდენტებმა საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარების შესახებ იმსჯელეს.

 

გრუნის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა - მარიამ ურუშაძემ, კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება: „ბორჯომი ახალ როლში: ჯანმრთელობა, გართობა და კულტურა ერთ სივრცეში“, რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

 

კონფერენციას უძღვებოდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი გივი ყუფარაძე. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ პროფესორები: ნიკო კვარაცხელია და მაკა ფირანაშვილი.

 

კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა საქართველოს კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა - ალექსანდრე ონოფრიშვილმა.