იტვირთება...
სასწავლო პრაქტიკა მედიატორთა ასოციაციაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სასწავლო პრაქტიკა მედიატორთა ასოციაციაში

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიაციის ცენტრის სტუდენტების პროფესიული განვითარება გრძელდება.

 

ცენტრის საქმიანობაში ჩართულმა ახალგზრდებმა პრაქტიკული გამოცდილება საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში მიიღეს.

 

მიმდინარე სემესტრის სასწავლო პრაქტიკაში მონაწილეობდა 13 სტუდენტი: მარიამ კვიჟინაძე, მარიამ კევლიშვილი, სოფო ბედუკაძე, მარიამ გაგაძე, ელენე ხუროშვილი, სოფო დადვანი, ანა ნოდია, ლიკა მოსიაშვილი, ქეთევან თოდაძე, მარიამ არუთინოვი, ლიზი ღოღელიანი, დეა კუსრაშვილი და ანი ცოციშვილი.

 

სტუდენტები მომავალი მედიატორების გამოცდას მეორე ეტაპზე შეუერთნენ და მონაწილეობდნენ როლურ თამაშებში, რომელიც კანდიდატების პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასებას ემსახურება. მიღებული გამოცდილება ახალგაზრდებს აძლევს თეორიული ცოდნის რეალურ გარემოში გამოცდის შესაძლებლობას.

 

პრაქტიკის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.