იან კოჩანოვსკისა (პოლონეთი) და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტები აცხადებენ Erasmus +-ის გაცვლით პროგრამებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის.
პროგრამა, განკუთვნილია ჟურნალისტიკისა და ბიზნესის (მენეჯმენტი, ფინანსები) მიმართულების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.
პროგრამა მონაწილეებს აძლევს საზღვარგარეთ სწავლისა და ლექციების წაკითხვის შესაძლებლობას. ყველა ხარჯი, მათ შორის, მგზავრობისა და საცხოვრებელი ხარჯები სრულად ფინანსდება.
მოთხოვნები სტუდენტებისათვის:
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
- პროგრამით დაინტერესებულმა სტუდენტებმა ელფოსტაზე: international@gruni.edu.ge, უნდა წარადგინონ განაცხადი 2025 წლის 20 ნოემბრისთვის, აღნიშნონ სახელი, გვარი, სასწავლო პროგრამა და ფაკულტეტი.
მოთხოვნები პროფესორებისათვის:
- შერჩეულ პროფესორებს ერთი კვირის განმავლობაში ლექციების წაკითხვის შესაძლებლობა ექნებათ იანი კოჩანოვსკის უნივერსიტეტში;
- პროფესორებმა უნდა წარადგინონ რეზიუმე და რამდენიმე თემა, რომელთა შესახებაც წაიკითხავენ ლექციებს;
- დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 20 ნოემბრამდე უნდა წარადგინონ განაცხადები ელფოსტაზე international@gruni.edu.ge
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრს.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI