იტვირთება...
IPM Day 2025 გრუნის პარტნიორობით გაიმართა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


IPM Day 2025 გრუნის პარტნიორობით გაიმართა

2025 წლის 6 ნოემბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, კომპანია „PMI თბილისის“ საქართველოს წარმომადგენლობამ, პროექტის მართვის საერთაშორისო დღე - IPM Day 2025, აღნიშნა.

 

ღონისძიების წლევანდელი კონცეფცია - „Project Horizon“ - ეფუძნებოდა პროექტის მართვის მომავლის ხედვას, ინოვაციურ მიდგომებსა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. ფორუმი მიზნად ისახავდა ცოდნის გაზიარებას, თანამშრომლობასა და პროფესიონალებსა და სტუდენტებს შორის კავშირის გაძლიერებას.

 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პროექტების მართვის საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის, Mohammed Gad - კომპანია Technical Development Solutions Co-ს გენერალური დირექტორი, მწვანე ენერგიისა და მდგრადი განვითარების მიმართულების ექსპერტი და Ilia Revia - კომპანია „PMI თბილისის“ საქართველოს წარმომადგენლობის პრეზიდენტი, მიკროსაფინანსო კომპანია „კრისტალის“ გენერალური დირექტორი.

 

ღონისძიებას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სახელით ესწრებოდნენ ბიზნესისა და მართვის სკოლის წარმომადგენლები: თიკო რობაქიძე და ნინო ქობალია, რომლებმაც ფორუმის მონაწილეებს გაუზიარეს უნივერსიტეტის საქმიანობა და ინიციატივები პროექტის მართვისა და პროფესიული განათლების შესახებ.

 

„IPM Day 2025“ -მა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა პროექტის მართვის სფეროს მნიშვნელობა, როგორც გლობალური განვითარების, ინოვაციებისა და პროფესიული ზრდის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა.