იტვირთება...
სავალუტო ფონდის მისია გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სავალუტო ფონდის მისია გრუნიში


2025 წლის 7 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა, , უმასპინძლა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტებს ვაშინგტონის სათავო ოფისიდან: ბორისლავა მირჩევასა და ბილალ თაბთის, აგრეთვე, სავალუტო ფონდის მუდმივმოქმედ წარმომადგენელს საქართველოში - ენდრიუ ჯუველს. სტუმრებს შეხვდა რექტორის მოადგილე, პროფესორი ვახტანგ ჭარაია.
შეხვედრის მიზანი იყო უახლესი ეკონომიკური ტენდენციების განხილვა, რომლებიც, თანამედროვე გამოწვევების პირობებში, გავლენას ახდენს გლობალური ეკონომიკის მდგრადობაზე, კერძოდ, საქართველოსა და მის რეგიონზე. სტუდენტებსა და პროფესორებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები ექსპერტებისათვის და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შესახებ.

 

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, როგორც გამორჩეული საერთაშორისო აკადემიური და ანალიტიკური პლატფორმის, როლი, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტთა პროფესიულ განვითარებასა და მათ ინტეგრაციას გლობალურ ეკონომიკურ დიალოგში.