იტვირთება...
გალაკტიონ ტაბიძის საღამო გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გალაკტიონ ტაბიძის საღამო გრუნიში


2025 წლის 31 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, ხელოვან სტუდენტთა კლუბის ინიციატივით, გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

 

საღამო პოეზიისა და მუსიკის ერთიან წარმოდგენად და სტუდენტების შემოქმედებითი ნიჭის შესანიშნავ დადასტურებად იქცა.

 

საღამოს დაუვიწყარი ელფერი შესძინა მურმან ჯინორიას მიერ წაკითხულმა ლექსებმა და სტუდენტების მუსიკალურმა თანხლებამ. ახალგაზრდების მიერ შესრულებულმა სიმღერებმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.

 

საღამო დაამშვენა სტუდენტურ პროექტში გრუნის ლექტორის ჩართვამ. პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორმა, არჩილ გამზარდიამ, პოეტის განსახიერებით საღამოს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა.

 

სტუდენტთა შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერას, ხელოვნებისადმი ინტერესისა და სიყვარულის გაძლიერებას უნივერსიტეტი აქტიურად უწყობს ხელს, რათა ახალგაზრდებმა საკუთარი იდეები რეალობად აქციონ და გახდნენ ქვეყნის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი.