იტვირთება...
გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრის ინიციატივები და აქტივობები გაეროს PRME-ის ოფიციალურ ვებგვერდზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრის ინიციატივები და აქტივობები გაეროს PRME-ის ოფიციალურ ვებგვერდზე

გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრის ინიციატივებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაცია უკვე გაეროს PRME-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

 

გაეროს „PRME Signatory Spotlight“ არის ყოველთვიური შესაძლებლობა, რომელიც PRME-ის გლობალური ქსელის წევრ ინსტიტუტებს უზიარებს მიღწეულ პროგრესს პასუხისმგებლიანი განათლების მენეჯმენტის მიმართულებით. PRME-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში საგანგებოდ არის აღნიშნულია გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრის ინიციატივების მიზნობრიობა და ღირებულება, კერძოდ:

  • ვორკშოპი - „Impactful Five (i5)“, რომელიც მიზნად ისახავს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ინოვაციური, მდგრადობაზე ორიენტირებული სასწავლო მეთოდოლოგიის გაცნობასა და სწავლა-სწავლების პროცესში მდგრადობისა და პასუხისმგებლიანი განათლების მენეჯმენტის პრინციპების ინტეგრირებას;
  • GRUNI-ის მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები (3-წლიანი სადოქტორო, 2-წლიანი სამაგისტრო და 1-წლიანი ინტენსიური სამაგისტრო პროგრამა), რომელთა მიზანია მდგრადი განვითარების პრინციპებისა და ეთიკური ლიდერობის პრინციპების დანერგვა საგანმანთლებლო კურიკულუმში;
  • მდგრადი განვითარების შესახებ ფოტო-ვიდეო კონკურსი („SDGs Awareness Competition“) და ქუჩის ხელოვნების კონკურსი („Graffiti Art – SDGs Awareness Competition“), რომელთა მიზანია მდგრადი განითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მდგრადი განვითარების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე დიალოგის ინიცირება;
  • ცენტრის მიერ მდგრადობის თემატიკაზე შექმნილი საბავშვო წიგნის - ”SDGs Storytelling”, პუბლიკაცია, რომელიც PRME-ის უმაღლესი განათლების i5 ლიდერობის საგანმანათლებლო პროგრამის ინსპირაციით განხორციელებული უნიკალური პროექტის ფარგლებში შეიქმნა;
  • სტუდენტთა სეგმენტზე გათვლილი ინიციატივები, მათ შორის, „GRUNI SDGs სტუდენტური კლუბის“ დაარსება, სოციალური მეწარმეობის 3-დღიანი ვორკშოპის ორგანიზება ჟენევის უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული „SDG ოლიმპიადა 2025-ის“ ფარგლებში, საჯარო ლექციები მდგრადობის თემატიკაზე და სხვა.

 

დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია PRME-ის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.unprme.org/news/signatory-spotlight-grigol-robakidze-university-georgia/