იტვირთება...
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - GLOBELT 2025

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - GLOBELT 2025


2025 წლის 25–29 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში გაიმართა მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - GlobELT 2025.

 

GlobELT 2025 წარმოადგენს პრესტიჟულ აკადემიურ პლატფორმას ინგლისური ენის სწავლების სფეროში. კონფერენციაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა, მკვლევრებმა, პედაგოგებმა, პრაქტიკოსებმა და ექსპერტებმა განიხილეს ინგლისურის, როგორც დამატებითი ენის, სწავლა-სწავლების საკითხები, კერძოდ: გამოყენებითი ლინგვისტიკის, ინტერკულტურული კომუნიკაციის, აკადემიური და სპეციალური მიზნებისთვის ინგლისური ენის სწავლების, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, თარგმნისა და კვლევის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საკითხები და სხვა. კონფერენცია დაფინანსდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის მისია - თურქეთის, გრანტით.

 

კონფერენციას გრუნის წარმომადგენლებთან ერთად ხელმძღვანელობდა თურქი მეცნიერი - ჰაქქი მირიჯი.

 

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა გრუნის რექტორის მოადგილე, ვახტანგ ჭარაია.

 

კონფერენციის სპიკერული სესიის მომხსენებელი იყო გრუნის რექტორის მრჩეველი - ანა აბესაძე, რომლის ნაშრომს მოჰყვა საინტერესო დისკუსია.

 

კონფერენციას ესწრებოდნენ: ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის პრეზიდენტი და თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარე; რამაზ ჯინჭარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; ასევე, აჭარის მუზეუმების გაერთიანებისა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლები, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თურქეთის მისიის დელეგატები.

 

კონფერენცია კულტურულ პროგრამასაც მოიცავდა. კონფერენციას ორგანიზებას უწევდა გრუნის ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა და საერთაშორისო ინტეგრაციის ცენტრი.