2025 წლის 25-29 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში გაიმართა გლობალური განათლების, ტექნოლოგიებისა და მეცნიერების მე-10 საერთაშორისო კონფერენცია - GLOBETS 2025.
GLOBETS 2025 წარმოადგენს პლატფორმას STEM განათლების მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავს გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ინოვაციური იდეებისა და გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.
კონფერენცია, რომელიც პროფესორ სემრა მირიჯის ხელმძღვანელობით გაიმართა, ოფიციალურად გახსნეს პროფესორებმა: ისმაილ ჰაქქი მირიჯმა და გრუნის რექტორის მოადგილემ ვახტანგ ჭარაიამ.
კონფერენციის სპიკერული სესიის მომხსენებელი იყო გრუნის ასისტენტ-პროფესორი - გიგა თვაური.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, მკვლევრები, ექსპერტები. კონფერენციაზე გრუნის პროფესორებმა საინტერესო ნაშრომები წარადგინეს.
წარმომადგენლობით კონფერენციას ესწრებოდნენ: ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის პრეზიდენტი და თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარე; რამაზ ჯინჭარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; აჭარის მუზეუმების გაერთიანებისა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომლები, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თურქეთის მისიის დელეგატები.
კონფერენცია მოიცავდა კულტურულ ნაწილსაც: ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას, მუზეუმების მონახულებას, გასეირნებას ბათუმის ბულვარში და გალავახშამს, რომლებიც გრუნის ბათუმის წარმომადგენლობამ უზრუნველყო.
კონფერენციის პრეზიდენტებმა მადლობის ორდენი გადასცეს გრუნის რექტორს, პროფესორ მამუკა თავხელიძეს, როგორც კონფერენციის ერთ-ერთ ორგანიზატორს.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI