2025 წლის 25-29 სექტემბერს, საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზებით, ჩაქვში გაიმართა ოთხდღიანი ინტენსიური ტრენინგი: „ჰუმანიტარული კომუნიკაციების გაძლიერება საქართველოში“. ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდებში ჰუმანიტარული პრინციპების, საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავება, რაც მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის ჰუმანიტარული სექტორის მდგრადი განვითარებისათვის.
ტრენინგში მონაწილეობდნენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის, ასევე, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლების სტუდენტები. ტრენინგის პროგრამა მოიცავდა სხვადასხვა ინტერაქტიულ აქტივობას, სიმულაციურ სავარჯიშოსა და ჯგუფურ მუშაობას. გრუნის სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებსა და თემატურ ვორკშოფებში. მონაწილეებმა შეიძინეს: კრიზისულ სიტუაციებში კოორდინაციის, ეფექტური კომუნიკაციის, გადაწყვეტილებების მიღებისა და რეაგირების პრაქტიკული უნარები.
ეს არის პირველი ერთობლივი პროექტი, რომელიც პარტნიორული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. ის, ამავდროულად, მნიშვნელოვანი გამოცდილებაა სტუდენტებისათვის, რათა უშუალოდ გაეცნონ ჰუმანიტარული სფეროს საქმიანობასა და განიმტკიცონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
საქართველოს წითელ ჯვარსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა გრძელდება.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI