იტვირთება...
უნგრელი მეცნიერების ვიზიტი გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


უნგრელი მეცნიერების ვიზიტი გრუნიში


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს, გაცვლითი პროგრამა Erasmus+-ის ფარგლებში, სტუმრობდნენ უნგრეთის Eötvös Loránd-ის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პროფესორები: დოქტორი მარია რეტი, აგრარული სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და დოქტორი კლარა ბაკი, სამართლის ფაკულტეტის მკვლევარი.

 

ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო გრუნის მიწის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქმიანობის შესწავლასა და ამ სფეროში უნგრეთის გამოცდილების გაზიარებას.

 

სტუმრები გაეცნენ საქართველოს მიწის სამართლის სისტემას, ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.

 

უნგრელმა მეცნიერებმა მიწის სამართალსა და აგრარულ პოლიტიკაში ქართველ კოლეგებს თავიანთი ქვეყნის გამოცდილებაც გაუზიარეს, აკადემიური პერსონალისა და დოქტორანტებისათვის ჩაატარეს ლექცია: „უნგრეთის მიწისა და აგრარული პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები ევროკავშირის კონტექსტში“.

 

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები შეხვდნენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მამუკა თავხელიძეს, რექტორის მოადგილეებს, პროფესორებს: გულნაზ გალდავასა და ვახტანგ ჭარაიას, გრუნის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს, პროფესორ გოჩა ოჩიგავას, საერთაშორისო ინტეგრაციის ცენტრის ხელმძღვანელს თამარ თავხელიძესა და მიწის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს - თორნიკე მერებაშვილს. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, შეთანხმდნენ მიწის სამართლის შესახებ ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისა და პუბლიკაციების მომზადების თაობაზე.

 

ვიზიტი კულტურულ ტურსაც მოიცავდა. სტუმრებმა მოინახულეს საქართველოს ისტორიული ღირსშესანიშნაობები.

 

2026 წლის ივნისში, Erasmus+ -ის პროგრამით, გრუნის მიწის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ასისტენტი - თორნიკე მერებაშვილი, ეწვევა ბუდაპეშტს და გააგრძელებს თანამშრომლობას ELTE-ს სამართლის ფაკულტეტის მეცნიერებთან.