2025 წლის 10-13 ოქტომბერს ჟენევის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული SDG ოლიმპიადის ფინალურ ღონისძიებაში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სოციალური მეწარმეობის ვორკშოპის ფინალისტი გუნდი - “ერთობა“, მიიღებს მონაწილეობას და წარადგენს ბიზნესკონცეფციას, რომელიც შემუშავდა ოლიმპიადის ოფიციალური მასპინძელი ინსტიტუტის, GRUNI-ის მდგრადი განვითარების ცენტრის, მიერ ორგანიზებული სოციალური მეწარმეობის ვორკშოპის ფარგლებში.
ფინალურ ღონისძიებაზე მიწვეული არიან სტუდენტები ისეთი პრესტიჟული უნივერსიტეტებიდან, როგორებიცაა: კოპენჰაგენის, ჟენევის, მიუნხენის ტექნიკური და აშშ-ის საერთაშორისო უნივერსიტეტები.
ოლიმპიადის ფინალისტი გუნდების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://www.sdgolympiad.net/meet-the-finalist-teams

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI