პარტნიორი ორგანიზაცია DRONI-ის მხარდაჭერით, წარმატებით განხორციელდა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა, რომელშიც მონაწილეობდა გრუნის ბიზნესისა და მართვის სკოლის მარკეტინგის მიმართულების სტუდენტი, თინათინ შონია.
პროგრამა განხორციელდა Erasmus+–ის საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროექტის ფარგლებში და მიზნად ისახავდა მულტიკულტურული საკითხების განხილვასა და ახალგაზრდებს შორის გამოცდილების გაზიარებას.
თინათინ შონიამ თავისი ქვეყნის კულტურა, ისტორია და ის ურთიერთობები გააცნო პროექტის მონაწილეებს, რომლებიც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და აღმსარებლობის ადამიანების მონაწილეობით საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა საქართველოში.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები: ესპანეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, სლოვაკეთიდან და პოლონეთიდან.
პროგრამა სრულად დაფინანსდა Erasmus+–ის მიერ.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI