2025 წლის 26 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა მდგრადობის თემატიკაზე შექმნილი საბავშვო წიგნის - SDGs Storytelling-ის, პრეზენტაცია.
წიგნი წარმოადგენს გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრის ერთ-ერთ ინიციატივას. იგი შეიქმნა ცენტრის მიერ ორგანიზებული უნიკალური პროექტის ფარგლებში, რომელიც PRME-ის უმაღლესი განათლების i5 ლიდერობის საგანმანათლებლო პროგრამის ინსპირაციით განხორციელდა. წიგნის სპონსორია ლიბრა ალიანსი.
წიგნი ასახავს ორივე ორგანიზაციის სწრაფვას - დაანახოს ახალგაზრდა თაობას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის აუცილებლობა. კრეატიულობის, აკადემიური განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების გზით გააცნოს ბავშვებს მდგრადობის თემატიკა, დაანახოს მდგრადი განვითარების მიზნები, როგორც კულტურული ნორმა, რათა გააცნობიერონ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა უკეთესი მომავლის მშენებლობის პროცესში.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI