იტვირთება...
საქართველოს წითელი ჯვარი - გრუნის პარტნიორი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საქართველოს წითელი ჯვარი - გრუნის პარტნიორი

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და საქართველოს წითელ ჯვარს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისათვის ჰუმანიტარული განათლების, პრაქტიკული გამოცდილებისა და პროფესიული უნარების განვითარებას; სოლიდარობის, პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო აქტივობის ღირებულებების ჩამოყალიბებას. თანამშრომლობა გულისხმობს ერთობლივ პროექტებს, ტრენინგებსა და ინიციატივებს, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, უშუალოდ ჩაერთონ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ საქმიანობაში.

 

მემორანდუმის ფარგლებში უკვე განხორციელდა პირველი პროექტი, ბიზნესისა და საჯარო მმართველობის მიმართულების 5 სტუდენტი გაემგზავრა დაბა ჩაქვში, ტრენინგზე „ჰუმანიტარული კომუნიკაციის გაძლიერება საქართველოში“.