იტვირთება...
ვახტანგ ჭარაია - EQE-ს საერთაშორისო კონფერენციაზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ვახტანგ ჭარაია - EQE-ს საერთაშორისო კონფერენციაზე


საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დაარსების 15 წლის იუბილესა და საქართველოს ბოლონიის პროცესთან მიერთების 20 წლისთავთან დაკავშირებით, გაიმართა EQE-ს საერთაშორისო კონფერენცია.

 

კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, უმაღლესი, პროფესიული, ზოგადი და ადრეული და სკოლამდელი აღზრდის საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA), უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR), სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისა (WFME) და ევროპის სტუდენტთა ასოციაციის (ESU) წარმომადგენლები, ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.

 

კონფერენციის სპიკერებს შორის იყო გრუნის რექტორის მოადგილე, პროფესორი ვახტანგ ჭარაია, რომელმაც წარადგინა მოხსენება: ტრენდები და გამოწვევები მეცნიერების განვითარებაში.