პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ლუბლინის ფილიალის საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში - „Teka Komisji Prawniczej PAN“, გამოქვეყნდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორის, სამართლის დოქტორის, გულნაზ გალდავასა და ასისტენტის - თორნიკე მერებაშვილის, სამეცნიერო სტატია: “The Legal Development of Land Tenure in the United States: History, Politics, and Economic Power”.
სტატიაში მოცემულია მიწის საკუთრების საკითხი ამერიკაში, კოლონიური პერიოდიდან დღემდე, გაანალიზებულია მიწის სოციალური ფუნქციის მნიშვნელობა და სახელმწიფოს როლი მიწის საკუთრების მართვაში. ნაშრომში მოცემული საერთაშორისო შედარებითი ანალიზი ხელს უწყობს მიწის საკუთრების ამერიკული მოდელის თავისებურებებისა და თანამედროვე პრობლემების უკეთ გააზრებას.
ჟურნალი შედის პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ აღიარებულ გამოცემათა სიაში და ინდექსირებულია, როგორც ERIH PLUS -ში, ისე, სხვა საერთაშორისო ბაზებში.
სტატიის ბმული: https://ojs.academicon.pl/tkppan/article/view/9508

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI