იტვირთება...
მიღება აშშ-ის საელჩოს სახელით

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მიღება აშშ-ის საელჩოს სახელით


2025 წლის 18 სექტემბერს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ალან პერსელის, რეზიდენციაში გაიმართა მიღება ახალი საზოგადოებრივ საქმეთა მრჩევლის, ჰარვი სერნოვიცის პატივსაცემად.

 

ღონისძიებას გრუნის მხრიდან ესწრებოდა რექტორის მრჩეველი, ანა აბესაძე. მან ბატონ სერნოვიცს წარმატება უსურვა ახალ თანამდებობაზე, აღნიშნა გრუნისა და აშშ-ის საელჩოს მტკიცე პარტნიორობა და მიიწვია საზოგადოებრივ საქმეთა ახლად არჩეული მრჩეველი უნივერსიტეტში.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას და ყოველთვის მზად არის ახალი, მრავალმხრივი თანამშრომლობისათვის.