გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორმა, საბუნებისმეტყველო აკადემიის პრეზიდენტმა - პაატა კერვალიშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მოამზადეს სამეცნიერო სტატია: „კვანტურ გამოთვლებზე დაფუძნებული კრიპტოვალუტის მომავალი: ეკონომიკური თვალსაზრისი“.
ანალიტიკურ - მიმოხილვითი ნაშრომი იკვლევს კვანტურად მდგრად კრიპტოვალუტებს (მაგ., QRL, IOTA) და თეორიულ ქუბიტებზე დაფუძნებულ სისტემებს, რომლებიც იყენებენ ისეთ კვანტურ თვისებებს, როგორებიცაა: სუპერპოზიცია, ჩახლართულობა და კლონირების აკრძალვის თეორემა უსაფრთხო ტრანზაქციებისა და გაუყალბებელი „კვანტური ფულისთვის“. ნაშრომი ხაზს უსვამს კვანტური დეკოჰერენტობის, მასშტაბირებისა და ჰიბრიდული კვანტურ-კლასიკური სისტემების, როგორც გარდამავალი გადაწყვეტილებების, საჭიროებას. გარდა ამისა, გაანალიზებულია კვანტური მაინინგის ეკონომიკური შედეგები, მათ შორის, ენერგოეფექტურობა და აპარატურული მოთხოვნები, კლასიკური და კვანტური მიდგომების კონტრასტის გათვალისწინებით და სხვა.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI