გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
დოკუმენტი ითვალისწინებს ვეტერანებისა და მათი შვილების მხარდაჭერას, მათ შორის, უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, სასწავლო პროცესში მათი ჩართვის ხელშეწყობას.
მხარეები შეთანხმდნენ საბაკალავრო პროგრამაზე ვეტერანთა შვილების სწავლის საფასურის 50%-ით დაფინანსების პროგრამის ეფექტურად განხორციელების თაობაზე.
გარდა ამისა, თანამშრომლობა მოიცავს სამეცნიერო და სოციალური პროექტების განვითარების ხელშეწყობასაც.