იტვირთება...
საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი - მედიაცია გლობალურ აკადემიურ კონტექსტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი - მედიაცია გლობალურ აკადემიურ კონტექსტში


2024 წლის 24 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და გრუნის ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული სიმპოზიუმი: „მედიაცია გლობალურ აკადემიურ კონტექსტში“.

 

სიმპოზიუმის დღის წესრიგი მოიცავდა 2 აკადემიურ პანელს: ქართულენოვან და ინგლისურენოვან სესიებს, რომლებშიც მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხსენებლები.

 

ღონისძიებას საპატიო სტუმრის რანგში (keynote speaker) ესწრებოდა ბერლინის Freie Universitat-ის პროფესორი - ოლაფ მუთჰოსტი, რომლის მოხსენებამ დიდი დაინტერესება გამოიწვია და კონფერენციას მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტექსტი შესძინა.

 

სიმპოზიუმი უნივერსიტეტის პროფესორების, დოქტორანტების, მაგისტრანტებისა და დარგის პრაქტიკოსი მედიატორების მონაწილეობით ჩატარდა, წარმოდგენილი იყო 12 სამეცნიერო სტატია. ნაშრომები, ძირითადად, მედიაციის გამოწვევებს შეეხებოდა.

 

სიმპოზიუმის მასალები გამოიცემა სამეცნიერო კრებულის სახით.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი კვლავაც განაგრძობს საერთაშორისო თანამშრომლობასა და თემატური პლატფორმების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობს აკადემიური და პროფესიული სფეროების დიალოგსა და თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.