იტვირთება...
GRUNI - SDG ოლიმპიადის ოფიციალური პარტნიორი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


GRUNI - SDG ოლიმპიადის ოფიციალური პარტნიორი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი საქართველოს აკადემიურ სივრცეში პირველი და ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც SDG Olympiad-ის გლობალურ ქსელს შეუერთდა.

 

SDG-ის ოლიმპიადა ჟენევის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო საკონკურსო შესაძლებლობაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტების მიერ ინოვაციური სტრატეგიის შემუშავებას მდგრადი განვითარების მიზნების რეალიზებისათვის.

 

GRUNI, როგორც ოლიმპიადის ოფიციალური პარტნიორი, სხვა წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად, SDG ოლიმპიადას მასპინძლობს. ოლიმპიადა აერთიანებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებს სხვადასხვა კონტინენტიდან, მათ შორის, ევროპიდან, აზიიდან და ამერიკიდან. GRUNI-ისთან ერთად პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის არიან მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი, რაისის, პარიზისა და კოპენჰაგენის უნივერსიტეტები და სხვა.

 

ოლიმპიადის სპონსორ ორგანიზაციებს მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტები, მათ შორის, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია, ევროპის უნივერსიტეტების ალიანსი და Global Citizen -ი წარმოადგენენ.

 

GRUNI-ის მდგრადი განვითარების ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს ცენტრისა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციას მდგრადი განვითარების ინიციატივებში ჩართულობისა და გლობალური თანამშრომლობითი ქსელის გაფართოების გზით.