2025 წლის 23 ივნისს, ლიდერ ქალთა საზოგადოების ინიციატივით, გაიმართა მასშტაბური ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა ძუძუს კიბოს პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოებრივი სოლიდარობის გაძლიერებას. ღონისძიებას სტუმრის სტატუსით ესწრებოდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასისტენტ - პროფესორი და გადაცემა „მონეტიზაციის“ წამყვანი, გიგა თვაური.
ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის გრუნის პროფესორს გადაეცა სპეციალური ჯილდო და მადლობის სიგელი.
გიგა თვაურის მრავალწლიანი საქმიანობა მედიისა და განათლების გაძლიერებას უკავშირდება. მისი ავტორობით განხორციელებული გადაცემები მოიცავს მდგრადი განვითარების დღის წესრიგს, მათ შორის, მე-5 მიზანს – გენდერული თანასწორობის მიღწევასა და ქალთა ეკონომიკური ჩართულობის ხელშეწყობას.