იტვირთება...
ვახტანგ ჭარაია - სომხეთის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მონაწილე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ვახტანგ ჭარაია - სომხეთის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მონაწილე


2025 წლის 18-20 ივნისს გრუნის რექტორის მოადგილე, პროფესორი ვახტანგ ჭარაია, მონაწილეობდა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში, რომელიც სომხეთში, დილიჟანში, "ორბელის ცენტრში" გაიმართა.

 

ქართულ-სომხურ ფორუმზე მიწვეული იყო ორივე ქვეყნის 50-მდე მონაწილე, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრები და ექსპერტები ეკონომიკისა და პოლიტიკის საკითხებში.

 

ორბელის ცენტრის სომხეთის პრემიერ - მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრია და ის სისტემატიურად ახორციელებს მაღალი დონის შეხვედრებს/ საექსპერტო ფორუმებს, სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე.