2025 წლის 5-12 ივნისს, ესპანეთის ქალაქ ვალდეპენიასში, გრუნის პარტნიორი ორგანიზაციის — GYDA-ს მხარდაჭერით, განხორციელდა პროექტი „Hidden Figures: Youth Voice in Media Equality“ („დამალული ფიგურები: ახალგაზრდების ხმა მედიის თანასწორობისათვის“).
Erasmus+-ის საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში ექვსი ქვეყნის: საქართველო, სომხეთი, თურქეთი, სერბეთი, ჩეხეთი, ესპანეთი, 30-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა, მათ შორის, გრუნის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: ანამარია ქუთათელაძე, გიორგი მორჩილაძე, ანასტასია მგალობლიშვილი, ელენე არდაშელია და მარიამ სვიანაძე.
პროექტის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში ახალგაზრდებმა განიხილეს სხვადასხვა ქვეყნის მედიის თანამედროვე გამოწვევები, დამოუკიდებელი და კონტროლსდაქვემდებარებული მედიის პოლიტიკა და საქმიანობა, სტუმრობდნენ ქალაქ ტოლედოს და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ჩაწერეს ინტერვიუ ადგილობრივ მოსახლეობასთან და სხვა.
გრუნის სტუდენტებმა თავისი გამოცდილებაც გაუზიარეს თანატოლებს და საქართველო და მისი კულტურაც გააცნეს.
პროექტი განხორციელდა ევროკავშირის დაფინანსებით.
უნივერსიტეტი მადლობას უხდის ორგანიზაცია GYDA-ს თანამშრომლობისათვის.