იტვირთება...
SDG ოლიმპიადა 2025

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


SDG ოლიმპიადა 2025

მიიღე მონაწილეობა ინგლისურენოვან ვორკშოპში სრულიად უფასოდ, შეიმუშავე სოციალური მეწარმეობის ბიზნესკონცეფცია, მოიპოვე ორი საერთაშორისო სერტიფიკატი და ჩაერთე მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ოლიმპიადაში, ჟენევაში.

 

SDG ოლიმპიადა ჟენევის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო საკონკურსო შესაძლებლობაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტების მიერ ინოვაციური სტრატეგიის შემუშავებას მდგრადი განვითარების მიზნების რეალიზებისათვის ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორებიცაა: სამოქალაქო მეცნიერება, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური მედია.

 

როგორც მასპინძელი უნივერსიტეტი, გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრი ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებს შესთავაზებს სოციალური მეწარმეობის 3- დღიან ვორკშოპს.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

 

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს.

 

რატომ უნდა ჩაერთო ოლიმპიადაში?

  • ფინალურ ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში შერჩეული მონაწილეები დაესწრებიან ფინალურ ღონისძიებას ჟენევაში, შვეიცარიაში, სრული დაფინანსებით, ოლიმპიადით გათვალისწინებული დაფინანსების ხელმისაწვდომობის შესაბამისად;
  • ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე შერჩეული მონაწილეები წარადგენენ თავიანთ პროექტს საერთაშორისო ღონისძიებაზე (დისტანციურ ფორმატში), სადაც იქნებიან საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები (UNICEF, World Bank). მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოიზიდონ პოტენციური ინვესტორები მათ მიერ შემუშავებული ბიზნესკონცეფციისთვის.
  • ვორკშოპის მონაწილეები მიიღებენ ორ ოფიციალურ სერტიფიკატს.

 

დეტალური ინფორმაცია.