24-25 აპრილს გრუნიმ უმასპინძლა 2 - დღიან სპორტულ შეჯიბრებას „თბილისი გრანპრი“, რომელიც ძალისმიერი ფიტნესის ეროვნული ფედერაციისა“ და „საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ეროვნული ფედერაციის“ თანამშრომლობით გაიმართა მძლეოსნობის ორ სახეობაში.
პირველი დღე დაეთმო სიმძიმის ამოწევას „სთრონგმენის“ წესებით, ხოლო მეორე დღეს გაიმართა „მას რესლინგი“ (ჯოხით ჭიდაობა) სხვადასხვა წონაში.
საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს გადაეცათ ფულადი ჯილდოები, თასები, მედლები და სიგელები.
პროფესიონალ სპორტსმენთა გამოსვლის შემდეგ, გრუნის სტუდენტთა შორის გაიმართა სამოყვარულო შეჯიბრი „მას რესლინგში“. ახალგაზრდებმა წარმატებით იასპარეზეს, გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
"თბილისი გრანპრი" გაიმართა სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით.