მაქს ვებერის ფონდი (საქართველო) აცხადებს კონკურსს კვლევითი სტიპენდიების მოსაპოვებლად.
კონკურსში მონაწილეობა უფლება აქვთ დოქტორანტებს ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, რომლებიც აფილირებულნი არიან სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მდებარე ინსტიტუციებთან და მუშაობენ თემაზე, რომელიც შეესაბამება მაქს ვებერის ფონდის საქართველოს ფილიალის კვლევით პროფილს.
წარმატებულ კანდიდატს შესაძლებლობა ექნება 1-დან 3 თვემდე კვლევითი მივლინებით იმყოფებოდეს გერმანიაში.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 15 მაისი, 2025.
მაქს ვებერის ფონდის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ფონდის ვებგვერდს.
https://mwssakartvelo.hypotheses.org/
https://www.facebook.com/share/p/16QWYhd4LD/