საერთაშორისო პროექტი - Falling Walls Lab, გრუნის სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს სთავაზობს მონაწილეობას სამწუთიანი ვიდეოპრეზენტაციის კონკურსში, რომელიც მოკლედ, გასაგებად და საინტერესოდ წარმოაჩენს კონკურსანტის ინოვაციური კვლევის, გამოგონების იდეას.
პრეზენტაციების განხილვა/შეფასება გაიმართება 2025 წლის 31 მაისს, საქართველოში, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში: https://www.finearts.ge/ka/collection
კონკურსის გამარჯვებული მიიღებს საფინალო ღონისძიებაში მონაწილეობის უფლებას (გაიმართება 7 ნოემბერს, 2025 წ.) და გაემგზავრება ბერლინში.
მონაწილეები სამეცნიერო სფეროსა და მიმართულების არჩევაში შეზღუდულები არ არიან.
აუცილებელი წინაპირობა:
- თქვენ ამჟამად ჩარიცხული ხართ უნივერსიტეტში და/ან ხართ პოსტდოქტორანტი;
- თქვენ მიიღეთ ბაკალავრის ხარისხი, არაუმეტეს 10 წლის წინ;
- თქვენ მიიღეთ მაგისტრის ხარისხი, არაუმეტეს 7 წლის წინ;
- თქვენ მიიღეთ დოქტორის ხარისხი, არაუმეტეს 5 წლის წინ.
დამატებით ეწვიეთ ბმულს:
https://www.facebook.com/share/1EYa457wfg/
განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2 მაისი, 2025 წ.
https://falling-walls.com/falling-walls-lab-georgia-0
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ პროექტის მენეჯერს:
Luis Batalha luis.batalha@mail.de