ტრენინგი მოსწავლეებისთვის: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტრენინგი მოსწავლეებისთვის: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“


საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, გრუნის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიაში 10 დღეს მიმდინარეობდა ტრენინგი მოსწავლეებისთვის: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“.

 

უნივერსიტეტის პარტნიორი: აია ჯესის, მე-10, 23-ე, 98-ე, 142-ე, 159-ე, 138-ე, 166-ე, 221-ე სკოლების 200-მდე მოსწავლე დირექტორებთან/ პედაგოგებთან ერთად მონაწილეობდნენ ტრენინგში, რომელსაც უძღვებოდა ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი - ხოსე რომერო.

 

ტრენინგზე, რომელიც ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა, განიხილეს:

  • რა არის ხელოვნური ინტელექტი;
  • ხელოვნური ინტელექტის შექმნის ისტორია;
  • როგორ შეიძლება AI-ს სწორად გამოყენება;
  • ხელოვნური ინტელექტის როლი განათლებაში;
  • ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფაზები ( AI მომავალში).

 

მოსწავლეებმა თავადაც შეასრულეს პროფესორის პრაქტიკული დავალებები.

 

ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია გრუნიში 2025 წლის მარტში დაარსდა და მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის სწავლებასა და სასწავლო და კვლევის პროცესში მის გამოყენებას.

 

პროექტს ხელმძღვანელობდნენ: ბიზნესისა და მართვის სკოლა და სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის ცენტრი.