ვახტანგ ჭარაია - ADA-ს საერთაშორისო კონფერენციაზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ვახტანგ ჭარაია - ADA-ს საერთაშორისო კონფერენციაზე

2025 წლის 7-10 აპრილს გრუნის რექტორის მოადგილე, პროფესორი ვახტანგ ჭარაია, ექსპერტის რანგში, მონაწილეობდა ADA-ს უნივერსიტეტის (აზერბაიჯანი) მიერ ორგანიზებულ მე-7 საერთაშორისო ფორუმში: „ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირება: მდგრადობა და სტაბილურობა“, რომელიც ბაქოსა და ხანქენდიში, გაიმართა.

 

მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმი მიზნად ისახავდა, კრიტიკული ანალიზის საფუძველზე, კონსტრუქციული დიალოგის წამოწყებასა და მდგრადი განვითარებისა და რეგიონული/გლობალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ქმედითი სტრატეგიებისა და რეკომენდაციების შემუშავებას.

 

მსოფლიოს გავლენიანმა პოლიტიკოსებმა, აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა და ანალიტიკოსებმა განიხილეს გლობალურ პოლიტიკურ არენაზე ძალთა დაბალანსებული თანაარსებობის შესაძლებლობები, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის გააქტიურების გზები და საერთაშორისო დონეზე რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ეფექტური წარმოჩენის სტრატეგია.

 

ფორუმის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, რომელიც მონაწილეებთან ერთად რეგიონული და გლობალური მასშტაბის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავდა.