ტურიზმის პროგრამის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ახალი პროექტი დაიწყო: „გამოჩენილი უცხოელი მიგრანტები საქართველოში - ინტერაქციული რუკის შექმნა“.ამასთან დაკავშირებით, 2025 წლის 8 აპრილს, გრუნის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის, გრუნის მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ლელა გოგინავამ, ვორქშოფი ჩაატარა
ვორქშოფის მიზანი იყო სტუდენტებისთვის პროექტის გაცნობა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში მცხოვრები უცხოელი მიგრანტების მობილობის ტიპობრივი და გამორჩეული ფორმების იდენტიფიცირებას, მათ ღვაწლთან დაკავშირებული ღირსშესანიშნაობების აღმოჩენასა და მოპოვებული მონაცემების ინტერაქციულ რუკაზე დატანას.
პროექტი ხელს შეუწყობს სტუდენტების კვლევითი უნარების განვითარებას, მიგრაციის ისტორიული პროცესების გააზრებასა და საგანმანათლებლო მიზნებისთვის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას.
პროექტი განხორციელდება ეტაპობრივად და მოიცავს მონაცემთა შეგროვებას, დამუშავებას, ციფრულ რუკაზე განთავსებას და საბოლოოდ, ინტერაქციული რუკის ოფიციალურ წარდგენას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.
პროექტში ჩართულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ კვლევისა და დოკუმენტირების ყველა ეტაპზე. პროექტის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.