2025 წლის 13 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის და კრიმინოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტი, ატარებს მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას: „აკადემიური საზოგადოება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულობის წინააღმდეგ“, რომელიც ეძღვნება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ - კორესპოდენტ, პროფესორ თინათინ წერეთლის ხსოვნას.
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენება სტატიად გამოქვეყნდება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალ „კრიმინოლოგის“ მე-18 ნომერში.
მოხსენების ფორმალური მოთხოვნები:
- მოხსენება/სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით A4 ფორმატში. ტექსტი უნდა იყოს გაფორმებული ორი ინტერვალით, შრიფტი 12, ფონტი sylfaen, არეები – 25-25 მმ. მოხსენების/სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5-5 ნაბეჭდ გვერდს, 5 გვერდი ქართულ და 5 გვერდი ინგლისურ ენებზე ცხრილებისა და სურათების ჩათვლით.
- მოხსენება/სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობით ქართულ და ინგლისურ ენებზე:
- მოხსენება/სტატიის სათაური;
- მოხსენება/სტატიის ავტორის (ავტორების) სახელი და გვარი, აკადემიური ხარისხი, სამუშაო ადგილი;
- საკვანძო სიტყვები;
- რეზიუმე (250 სიტყვა);
- მოხსენება/სტატიის ძირითადი ტექსტი;
- გამოყენებული ლიტერატურის სია უნდა დალაგდეს ტექსტში ციტირების მიმდევრობის მიხედვით (ლიტერატურა ტექსტში აღნიშნული უნდა იყოს ციფრებით ფრჩხილებში);
- კონფერენციის მონაწილეებმა 2025 წლის 15 აპრილამდე უნდა წარმოადგინონ მოხსენება/სტატიის თეზისები და სხვა ზემოაღნიშნული ინფორმაციები ძირითადი მოხსენების გარდა. მოხსენება/სტატია უნდა წარმოადგინონ 2025 წლის 15 მაისამდე.