საგრანტო კონკურსი სტუდენტებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საგრანტო კონკურსი სტუდენტებისთვის

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს სტუდენტებისთვის.

 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს, რომელიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით საინიციატივო ჯგუფში აერთიანებს აქტიური სტატუსის მქონე არანაკლებ 5 სტუდენტს.

 

განაცხადები მიიღება 2025 წლის 31 მარტიდან - 25 აპრილის ჩათვლით.

 

კონკურსში მონაწილეობისა და შემდგომ პროექტის განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობა/მხარდაჭრა.

 

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

 

https://emis188- my.sharepoint.com/:f:/g/personal/n_karalashvili_youthagency_gov_ge/EqQrun18CdhElBLxMptFmv4Bq8Od-NleBKubooYyGdQQbQ?e=cmKEBC

 

შეკითხვების შემთხვევაში ეწვიეთ ელფოსტას: Grants-3@youthagency.gov.ge

ან/და დარეკეთ ტელეფონზე - 032 230 51 65; 595 294 901; 598 932 300