გრუნიში ხელოვანთა სტუდენტური საზოგადოება დაარსდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნიში ხელოვანთა სტუდენტური საზოგადოება დაარსდა


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, სტუდენტთა ინიციატივით, დაარსდა „ხელოვანთა სტუდენტური საზოგადოება“, რომლის პრეზენტაცია 2025 წლის 20 მარტს გაიმართა.

 

საზოგადოების შექმნის მიზანია, სტუდენტური ცხოვრება გახადოს საინტერესო და მრავალფეროვანი, მხარდაჭერა გამოუცხადოს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდებს, დაეხმაროს მათ შემოქმედებითი ინიციატივების ფორმირებასა და განვითარებაში, ხელი შეუწყოს მათი თავისუფალი დროის გონივრულად გამოყენებას.

 

ყველა დაინტერესებულ სტუდენტს შეუძლია, გახდეს ხელოვანთა გაერთიანების წევრი.

 

სარეგისტრაციო ბმული