გრუნის ინოვაციური იდეების კონკურსი: „იდეებიდან მოქმედებამდე“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის ინოვაციური იდეების კონკურსი: „იდეებიდან მოქმედებამდე“

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს სთავაზობს მონაწილეობას ინოვაციური იდეების კონკურსში „იდეებიდან მოქმედებამდე“.

 

პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შეუძლიათ განავითარონ საკუთარი ინოვაციური იდეები, ითანამშრომლონ კრეატიულ ახალგაზრდებთან, მიიღონ ფულადი პრიზები და რა თქმა უნდა, ყველაზე ღირებული - გამოცდილება!

 

საუკეთესო იდეები გაივლის აქსელერაციის ეტაპს, ხოლო გამარჯვებული პროექტი - 5000 ლარით დაჯილდოვდება.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

ნებისმიერ სტუდენტს, რომელსაც ინოვაციური იდეა აქვს და არის გრუნის სტუდენტი ან გუნდს, სადაც გრუნის სტუდენტი/ები არიან წარმოდგენილი.

 

რას მიიღებთ?

მენტორს, პროექტის სრულყოფის შესაძლებლობას, უდიდეს გამოცდილებას და 5000 ლარიან ჯილდოს გამარჯვებისთვის.

 

როდის და როგორ დავრეგისტრირდეთ?

რეგისტრაცია გაგრძელდება 20 აპრილამდე, ბმულზე: https://tinyurl.com/atmw2rr