კონკურსი ნანტის უნივერსიტეტში მობილობის განსახორციელებლად

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კონკურსი ნანტის უნივერსიტეტში მობილობის განსახორციელებლად

საფრანგეთის ქ. ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი აცხადებენ კონკურსს 2025-2026 სასწავლო წლის პირველი სემესტრის (08.09.2025 – 31.12.2025) სამართლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის განსახორციელებლად.

 

სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე და კურსდამთავრებულები მოიპოვებენ ნანტის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სერტიფიკატს, რომელშიც ასახული კრედიტები აღიარებული იქნება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ.

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

  • ინგლისური ენის B2 დონის შემოწმება და კომისიასთან გასაუბრება.
  • განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 10 აპრილი.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ პროფესორ თამარ გაგოშიძეს: t.gagoshidze@gruni.edu.ge