საფრანგეთის ქ. ბორდოს პოლიტიკური მეცნიერებების სკოლა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებენ კონკურსს 2025-2026 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე.
პროგრამა, ძირითადად, ეხება სამართლის, ჟურნალისტიკისა და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის მიმართულებების სტუდენტებს, თუმცა, შესაძლებელია, განხილულ იქნეს სხვა სკოლების სტუდენტთა კანდიდატურებიც.
სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე და კურსდამთავრებულები მოიპოვებენ პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის სერტიფიკატს. საფრანგეთში დაგროვილი კრედიტები აღიარებულ იქნება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სწავლა უფასოა!
შიდა კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
- ინგლისური ენის B2 დონის შემოწმება/გასაუბრება;
- განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 10 აპრილი, ადგილების რაოდენობა: 2.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ პროფესორ თამარ გაგოშიძეს: t.gagoshidze@gruni.edu.ge