„ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს წარმომადგენლობამ, 2025 წლის მარტიდან, უნივერსიტეტებთან სამეცნიერო გრანტების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები განაახლა.
წარმომადგენლობის პირველი შეხვედრა დაეთმო 2025 წლის იმ საგრანტო კონკურსებს, რომლებიც მე - 5 კლასტერს ეხება, კერძოდ: კლიმატის ცვლილებას, ინტერსექტორულ გადაწყვეტილებებს და კლიმატთან დაკავშირებულ უახლეს მიდგომებს, მდგრად და უსაფრთხო ენერგომომარაგებას, კლიმატთან დაკავშირებულ ტექნოლოგიურ სიახლეებს, ბიომრავალფეროვნების გაძლიერებას, წყლის მართვის ინოვცაციურ მიდგომებს და სხვ.
გრუნის სახელით, შეხვედრას ესწრებოდა სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის დირექტორი, „ჰორიზონტი ევროპას“ საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის ხელმძღვანელი გოჩა ოჩიგავა. შეხვედრაზე დასმული მისი კითხვები უკავშირდებოდა „ჰორიზონტი ევროპასთან“ გრუნის თანამშრომლობის შემდგომ პერსპექტივებსა და ეროვნული ოფისის მიერ გრუნიში აკადემიურ/სამეცნიერო პერსონალსა და დოქტორანტებთან ახლო მომავალში გასამართ შეხვედრებს.