გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას დოქტორანტურაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას დოქტორანტურაში

სამართლის სკოლა:

სამართალი (კერძო, სისხლი, საჯარო) - 1 ვაკანტური ადგილი

 

ბიზნესისა და მართვის სკოლა:

ბიზნესის ადმინისტრირება - 1 ვაკანტური ადგილი

 

საბუთების მიღება დაიწყება მ/წ 10 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით. 

აღნიშნული დოკუმენტები გამოგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე: info@gruni.edu.ge

 

შენიშვნა: საქართველოს კანონის “უმაღლესი განათლების შესახებ“ ძალაში შესვლამდე (2005 წლამდე) მოპოვებული უმაღლესი განათლების დიპლომის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მაგისტრის დიპლომთან გათანაბრებულობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი:

 

1. სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება კონკურსის წესით.

2. კონკურსის პროცედურა შედგება ორი კომპონენტისაგან:

ა) რეფერატის ან გამოქვეყნებული ნაშრომის/სამეცნიერო სტატიის დაცვა საგამოცდო-საექსპერტო კომისიის წინაშე, რომელიც წარმოდგენილ უნდა იქნას რეგისტრაციის გავლიდან არაუგვიანეს 25 მარტისა.

ბ) გამოცდა:

  • ერთ-ერთ ევროპულ ენასა (ძირითადი) და ინგლისურ ენაში (თუ ძირითად ენად შერჩეულია სხვა ევროპული ენა) ან მხოლოდ ინგლისურ ენაში (ძირითადი).

3. საკონკურსო რეფერატის/გამოქვეყნებული ნაშრომის დაცვის პროცესით უნდა გამოვლინდეს:

ა) აპლიკანტის კვლევის ინტერესის სფერო;

ბ) აპლიკანტის აკადემიური დონე დარგობრივი სფეროს ფარგლებში, რაც გულის ხმობს:

  • თეორიებსა და კვლევებზე დაფუძნებული დარგობრივი სფეროს ღრმა და სისტემურ ცოდნას
  • დარგობრივი პრინციპებისა და მეთოდების სრულყოფილ ცოდნას

გ) კვლევითი კომპეტენცია, რაც გულისხმობს:

  • ანალიზისა და სინთეზის უნარს
  • პრობლემის დასმის/ხედვის და მისი ორიგინალურად გადაწყვეტის უნარს
  • წარდგენილ ნაშრომში განვითარებული აზრის ან/და, კვლევის შედეგების საფუძველზე, დასკვნების მკაფიოდ ჩამოყალიბებისა და დამაჯერებელი არგუმენტაციით წარდგენის/დაცვის უნარს.

4. საკონკურსო რეფერატი უნდა აკმაყოფილებდეს უნივერსიტეტში დადგენილ ზოგად ფორმალურ მოთხოვნებს (იხ. აქ).

5. ძირითად უცხოურ ენაში, აპლიკანტის მომზადების ხარისხი, უნდა აკმაყოფილებდეს, არანაკლებ, B2 დონეს, ხოლო თუ ძირითადი უცხოური ენა არ არის ინგლისური, აპლიკანტს მოეთხოვება, აგრეთვე, ინგლისური ენის ცოდნა, არანაკლებ, B1 დონეზე.

6. უცხოური ენების გამოცდისგან თავისუფლდებიან ის აპლიკანტები, რომლებიც წარმოადგენენ სერტიფიკატს სტანდარტიზებული ტესტირების შედეგების შესახებ (აღიარებული საგამოცდო ცენტრებიდან) არანაკლებ B2 და, შესაბამისად, B1 დონის შეფასებით ან სწავლობდნენ და აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვთ უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.