გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, როგორც ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წევრი და საფრანგეთის წამყვანი უნივერსიტეტების პარტნიორი, აქტიურად მონაწილეობს ფრანკოფონიის თვის სადღესასწაულო ღონისძიებებში.
ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტომ 11 მარტს გამოაქვეყნა ფრანგულ ენაზე შექმნილი პოეტური ნაშრომების კონკურსის შედეგები.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის სტუდენტი- სალომე ონეზაშვილი, კონკურსის გამარჯვებული და მეორე ადგილის მფლობელი გახდა. მისი ნაშრომი - „ვინ უნდა შექმნას ღმერთმა ჩემგან”, გამოქვეყნდება ფრანკოფონი ქვეყნების უნივერსიტეტების ვებგვერდებზე.
ვულოცავთ სალომეს კონკურსში გამარჯვებას!

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI