ინდივიდუალური სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ინდივიდუალური სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერული კვლევისა და შემოქმედებითი ინიციატივის განვითარების ფონდი აცხადებს საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანია უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების, სამეცნიერო და შემოქმედებითი ინიციატივების წახალისება.

 

პირობები, ვადები და სხვა დეტალები:

 

უპირატესობა მიენიჭება ისეთ პროექტებს, რომლებშიც თვალსაჩინოდ იქნება გამოკვეთილი:

  • პრობლემისადმი ინტერდისციპლინური მიდგომა;
  • პროექტის ავტორის ან/და გუნდის გამოცდილება / კომპეტენცია;
  • საკვლევი საკითხის აქტუალურობა;
  • კვლევის მეთოდების ორიგინალურობა / ეფექტიანობა;
  • კვლევის შედეგების თეორიული ან/და პრაქტიკული მნიშვნელობა;
  • პროექტის მნიშვნელობა უნივერსიტეტის განვითარებისთვის / პოპულარიზებისთვის.

 

პროექტში მონაწილეობის პირობები:

  • პროექტის წარსადგენად სავალდებულოა შესაბამისი საპროექტო განაცხადის შევსება (არაუმეტეს 1000 სიტყვისა);
  • აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სრული ნუსხა (მაგ.: მოწვევის წერილი, ხარჯთაღრიცხვა და სხვა);
  • პრიორიტეტი მიენიჭება პროექტებს, რომელთა შედეგად გრუნის დაუფიქსირდება: სამეცნიერო და პრაქტიკული პუბლიკაცია (სტატია, მონოგრაფია და ა.შ.), ახალი პარტნიორობის შესაძლებლობა (კონფერენციის ორგანიზება, ორმაგი პროგრამის შექმნა და სხვა), გრუნის სტუდენტებისა და პროფესორების ჩართულობა (პრაქტიკისა და სტაჟირების ორგანიზება, სამეცნიერო და პრაქტიკულ ღონისძიებებში ჩართულობა და სხვა);
  • პრიორიტეტი მიენიჭება ინტერდისციპლინურობასა და თბილისისა და ბათუმის კამპუსების მიერ ერთობლივად/თანამშრომლობით წარმოდგენილ პროექტებს;
  • სავალდებულოა პროექტის დასრულების შემდგომი ვორქშოპის / ფორუმის ორგანიზება, კვლევის შედეგებით დაინტერესებული აუდიტორიისთვის გასაცნობად.

პროექტის კალენდარი;:

  • კონკურსის გამოცხადება - 2025 წლის 5 მარტი;
  • საკონკურსო პროექტის წარდგენის საბოლოო ვადა - 2025 წლის 17 მარტი;
  • გამარჯვებული პროექტების გამოვლენა - არაუგვიანეს 2025 წლის 31 მარტი;
  • გამარჯვებული პროექტის დასრულება - 2025 წლის 30 სექტემბერი.

 

პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი - 5000 ლარი

*(დაშვებულია მხოლოდ 1 განაცხადის გაკეთება თითო პირზე)

 

სარეკომენდაციო წერილი

ნებისმიერ საგრანტო განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი სკოლის დეკანის რეკომენდაცია (დადგენილი ფორმით) პროექტის მნიშვნელობისა და სკოლის ინტერესებთან შესაბამისობის შესახებ. ელექტრონულად შევსებული განაცხადი ეგზავნება დეკანს (დადგენილი ფორმით), რომელიც მოამზადებს დასკვნას და შემდგომ მსვლელობას მისცემს განაცხადს.

 

პროექტის დასრულება

პროექტის განხორციელების შემდეგ, ორ კვირაში, ავტორი ვალდებულია შესრულებული აქტივობის ანგარიში, დადგენილი ფორმით, წარადგინოს უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრში, ხოლო ფონდის კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე წარადგინოს ანგარიში.

პროექტის შეუსრულებლობის ან ნაწილობრივი შესრულების შემთხვევაში (მათ შორის, შესრულებული პროექტის ანგარიშის წარმოუდგენლობის ჩათვლით), გაცემული ფინანსური რესურსის ხარჯვის რელევანტურობის, მისი უნივერსიტეტისთვის სრულად/ნაწილობრივ დაბრუნების ან/და სხვა სახის რეაგირების საკითხს წყვეტს კომიტეტი. პროექტთან დაკავშირებული დარღვევების შემთხვევაში, შედეგები აისახება განმცხადებლის მიერ ახალი პროექტის წარდგენის დროს.