აკადემიური მაცნე გაწევრიანდა ERIH PLUS-ის ბაზაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


აკადემიური მაცნე გაწევრიანდა ERIH PLUS-ის ბაზაში

გრუნის სამეცნიერო ჟურნალი - აკადემიური მაცნე - 2025 წლის 26 თებერვლიდან ერიჰ პლუსის (ERIH PLUS) აკადემიური ჟურნალების სამეცნიერო ბაზაში განთავსდა.

 

ერიჰ პლუსი (https://kanalregister.hkdir.no/publiseringskanaler/erihplus/about/) არის სამეცნიერო ჟურნალების ბაზა ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებებისათვის, შეიცავს განახლებად მონაცემებს ევროპული სამეცნიერო ჟურნალების შესახებ. მას ინტენსიურად იყენებს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება.

 

ERIH PLUS-ის ბაზაში აკადემიური მაცნეს გაწევრიანება, მისი მრავალწლიანი სამეცნიერო აქტივობისა და ხარისხიანი სამეცნიერო კვლევების აღიარებაა. ის ყოველწლიური ინტერდისციპლინური სამეცნიერო ჟურნალია, რომელიც, პირველად, 2012 წელს გამოიცა. ჟურნალში ქვეყნდება ორიგინალური ნაშრომები ეკონომიკისა და ბიზნესის, სამართლის, მედიცინის და სხვა დარგებიდან.

 

აკადემიური მაცნეს ადმინისტრაცია განაგრძობს მუშაობას სხვა სამეცნიერო ბაზებში ჟურნალის განთავსებისთვის მისი შემდგომი პოპულარიზაციისა და გრუნის პროფესურის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლების მიზნით.

 

ვულოცავთ გრუნის საუნივერსიტეტო საზოგადოებას - აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს, ადმინისტრაციას და სტუდენტებს ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის კიდევ ერთ საერთაშორისო აღიარებას.

 

ინფორმაცია იხ. ბმულზე: https://kanalregister.hkdir.no/publiseringskanaler/erihplus/periodical/info?id=505483