2025 წლის 21 თებერვალს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის ჩატარდა პირველადი, გადაუდებელი დახმარების საკითხებისადმი მიძღვნილი ტრენინგი.
გრუნის მედიცინის სკოლის მიერ ორგანიზებული ტრენინგი Erasmus+-ის ეგიდით მიმდინარე პროგრამა "LIFESTRAND"-ის ფარგლებში გაიმართა.
პროგრამა „LIFESTRAND“ ითვალისწინებს საქართველოსა და უკრაინაში, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე რეგიონებში, მოსახლეობის გადამზადებას პირველადი დახმარების უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით.
გრუნის მიერ მოწვეულმა ტრენერებმა ტრენინგის მონაწილეებს მულაჟებზე აუხსნეს გადაუდებელი შემთხვევების დროს სწორი რეაქცია და სწრაფი მოქმედება, რომელიც გადამწყვეტი ფაქტორია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, შემდეგ კი უნივერსიტეტის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა პრაქტიკულად შეასრულა ტრენერების მიერ მიღებული მითითებები.
მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.