გრუნის მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის შეხვედრა დოქტორანტებთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის შეხვედრა დოქტორანტებთან


2025 წლის 21 თებერვალს გაიმართა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის დირექტორის, ლელა გოგინავას, საინფორმაციო ონლაინშეხვედრა უნივერსიტეტის დოქტორანტებთან, COST Action-ის ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობების გასაცნობად.

 

ცენტრის დირექტორმა დოქტორანტებს გააცნო ინფორმაცია COST Action-ის შესახებ, მასში მონაწილეობის სარგებელსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ასევე, იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც მკვლევრებს აკადემიური კარიერის განვითარებისა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით ეძლევათ.

 

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს COST Action-ის მოძიებისა და რეგისტრაციის პროცედურები, მენეჯმენტის კომიტეტში გაწევრიანების პროცესი და საქართველოში COST Action-ის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების გამოცდილება.

 

დოქტორანტებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები წარმატებული აპლიკაციისთვის.

 

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატით წარიმართა, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა აქტიურად ჩართულიყვნენ, დაესვათ კითხვები და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.